იტალიური “ნაპოლის“ გულშემატკივრებმა კლუბის საუკეთესო ფეხბურთელად ქართველი ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია ორჯერ აირჩიეს – თებერვალსა და მარტში. თებერვალში სერია A-ს ხუთ მატჩში კვარაცხელიამ სამი გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა, მარტში კი ერთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.
საუკეთესო, როგორც ყოველთვის!
ქართველ ფეხბურთელს MVP-ის ტიტულიც მიენიჭა, რომელსაც კლუბების გულშემატკივრები ყოველთვიურად ანიჭებენ იტალიის ჩემპიონატის ყველაზე ძვირფას მოთამაშეს. “ნაპოლიმ” მიულოცა ხვიჩას და აღნიშნა, რომ ის გახდა პირველი ფეხბურთელი იტალიაში, რომელმაც ამ სეზონში ზედიზედ ორი თვის განმავლობაში მოიპოვა MVP-ის ტიტული. შეგახსენებთ, რომ, Transfermarkt-ის ინფორმაციით, კვარაცხელიას ამჟამინდელი ღირებულება 80 მლნ ევროა.
კომენტარის დატოვება