ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.810.00%
EUR2.930.00%

თბილისის აეროპორტში ამოქმედდა განახლებული ტერმინალი

24 თებერვალი, 2024

სარეკონსტრუქციო სამუშაოების შემდეგ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამოქმედდა გაფართოებული სამგზავრო ტერმინალი. არსებულ ტერმინალს დაემატა ახალი ფართი, რის შედეგადაც დაყენდა პასპორტის კონტროლის მეტი დახლი, გაფართოვდა უსაფრთხოების შემოწმებისა და ბიზნეს ლაუნჯის ზონა და აღიჭურვა ახალი Fast Track დერეფანი განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მგზავრებისა და ბიზნეს კლასის მომხმარებლების დაჩქარებული მომსახურებისთვის.

კომპანია TAV Georgia-ს ცნობით, განახლების სარემონტო სამუშაოები დაგეგმილ ვადებში უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით ჩატარდა. პროექტი მიზნად ისახავდა აეროპორტის გამტარუნარიანობის გაზრდას და რიგების შემცირებას. მისმა ღირებულება 2,2 მლნ ლარი შეადგინა. სამომავლოდ მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად აეროპორტში სხვა პროექტების განხორციელებაც იგეგმება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.