ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.700.00%
EUR2.940.00%

თბილისის ზოოპარკში ჟირაფები გაჩნდება

19 მარტი, 2024

თბილისის ზოოპარკში სულ მალე ხუთი ჟირაფი გაჩნდება, ასე განაცხადა ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ. ამჟამად ცხოველებისთვის მზადდება ინფრასტრუქტურა, ზოოპარკის თანამშრომლები გადიან სპეციალურ სასწავლო კურსებს, ორი ვეტერინარი კი სტაჟირებას სამხრეთ აფრიკაში გადის, რათა აითვისონ ჟირაფების მკურნალობის მეთოდები.

ჟირაფები ახალ ზოოპარკში 48 ჰექტარის ფართობის ტერიტორიაზე იცხოვრებს, რომელიც ამჟამად შენდება. ის დაიყოფა სხვადასხვა ზონებად, მათ შორის, კავკასიურ და აფრიკულ სავანებად. მთავარი მიზანი იიშვიათი სახეობების შენახვა იქნება. უსახსრობის გამო ზოოპარკის გახსნის ზუსტი თარიღი უცნობია, საჭიროა კიდევ 7 მილიონი ლარი, რომელიც მერიას ჯერ არ გამოუყოფია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.