იანვრიდან მარტამდე პერიოდში თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში მგზავრთნაკადი, შესაბამისად, 28% და 34% – ით გაიზარდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2024 წლის პირველ კვარტალში 913.9 ათას მგზავრს მოემსახურა, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი კი – 103.2 ათასს. მარტში თბილისის აეროპორტში მგზავრთნაკადი 27% – ით, ხოლო ბათუმის აეროპორტში 41% – ით გაიზარდა.
თბილისისა და ბათუმის აეროპორტებს მართავს კომპანია TAV Georgia, რომელიც TAV Airports Holding-ის შვილობილ კომპანიას წარმოადგენს. იგი საქართველოში 2005 წელს შემოვიდა და, ხელშეკრულების თანახმად, მისი საქმიანობა 2027 წლამდე გაგრძელდება.
კომენტარის დატოვება