1966 წლის 11 იანვარს თბილისში გაიხსნა მეტროპოლიტენი. ის გახდა პირველი მეტრო კავკასიაში და მეოთხე სსრკ-ში.
1952 წელს, მეტროს მშენებლობის დაწყებისას, თბილისში მხოლოდ 600 ათასი ადამიანი ცხოვრობდა. მაგრამ, ამის მიუხედავად, საქართველოს სსრ-ს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველმა მდივანმა კანდიდ ჩარკვიანმა მშენებლობის ნებართვა იოსებ სტალინისაგან მიიღო.
ამჟამად თბილისის მეტროპოლიტეშნი 23 სადგურია და წელიწადში 140 მლნ ადამიანს ემსახურება.
სამომავლოდ ახმეტელი-ვარკეთილის ხაზზე ორი ახალი სადგურის: „თბილისის ზღვისა“ და „მუხიანის“ გახსნას გეგმავენ. ამ ობიექტებისთვისა და საერთაშორისო სტანდარტის 212 თანამედროვე მეტროს ვაგონის (48 მატარებელი) ეტაპობრივი შეძენისთვის საქართველოს მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან €475 მლნ-ს გამოყოფს.
დღეს თბილისის მეტროს მატარებლები შედგება ვაგონებისგან, რომლებიც გამოუშვეს მითიშჩის მანქანათმშენებლობის ქარხანაში და ეგოროვის სახელობის ლენინგრადის ვაგონსაშენ ქარხანაში.
2021 წელს მეტროპოლიტენმა გააფორმა კონტრაქტი რუსულ „მეტროვაგონმაშთან“ მოძრავი შემადგენლობის განახლებაზე 40 ვაგონით. მიუხედავად იმისა, რომ მისი პირობები სხვა ქვეყნების მსგავს შეთავაზებებთან შედარებით ყველაზე ხელსაყრელი იყო, წინა წელს თბილისის ხელისუფლება იძულებული გახდა, უარი ეთქვა მასზე აშშ-სა და ევროპის კავშირის ზეწოლის გამო.
ევროპის და ამერიკისაც რას უსმენთ თქვენ თქვენი ჭკუა უნდა გქონდეთ.მაშინ ევროპამ დამერიკამ ჩამოუყვანოს საქრთველოს.