ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.700.00%
EUR2.940.00%

თბილისში აბიტურიენტებისთვის სპეციალური ავტობუსის მარშრუტები დაინიშნება

3 ივლისი, 2023

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის სხდომაზე მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების პერიოდში აბიტურიენტებისთვის თბილისში დამატებითი ავტობუსების მარშრუტები იმუშავებს. 8 აგვისტოს ჩათვლით საგამოცდო ცენტრების მიმართულებით დამატებითი ავტობუსები იმოძრავებს.

გლდანისა და მუხიანის საგამოცდო ცენტრების მიმართულებით ავტობუსები ივლიან “ახმეტელის თეატრის” მეტროსადგურის ტერიტორიიდან. მესამე მასივზე ავტობუსები გადაადგილდება “ვარკეთილის” მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიიდან, ხოლო მეტრომშენის დასახლებაში – “სამგორის”მეტროსადგურის ზედა გასასვლელიდან.

ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოში, რომლებიც უნივერსიტეტში ჩასაბარებლად არის საჭირო, 3 ივლისს დაიწყება და 26 ივლისამდე გაგრძელდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.