ქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ თბილისის მერია შეუერთდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიწის უფასო სისტემური რეგისტრაციის პროექტის რეალიზაციას. თბილისის მერიასა და იუსტიციის სამინისტროს შორის უკვე ხელმოწერილია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი თბილისის ცალკეულ რაიონებში 27 ათასზე მეტი მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისთვის. პროექტის დასრულება 2024 წლის 31 დეკემბრისთვის იგეგმება.
პროექტის რეალიზაცია ეტაპობრივად განხორციელდება. საწყის ეტაპზე შერჩეულია რამდენიმე პრობლემური ლოკაცია: დიდგორი, ძველი ვეძისი, დიღომი, კვესეთი, ბეთანია, წყნეთი, ახალდაბა, კიკეთი-საგორისი, კოჯორი, წავკისი, შინდისი და ტაბახმელა.
პროექტს განახორციელებს საჯარო რეესტრი თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით.
კომენტარის დატოვება