ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.700.00%
EUR2.940.00%

საქართველოში სუროგატ დედობაზე უცხოელებისთვის შეზღუდვას დააწესებენ

20 ივნისი, 2023

მთავრობის სხდომაზე მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა გეგმავს შეზღუდვების დაწესებას უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოში სუროგატი დედების მომსახურებაზე. ახალი კანონპროექტის მიხედვით, სუროგაცია ნებადართული იქნება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის.

საქართველოში სუროგაციის გზით დაბადებულ ბავშვთა ზუსტი სტატისტიკა უცნობია, თუმცა არაოფიციალური ინფორმაციით, მათი რიცხვი 3 ათასს აღემატება, ამასთანავე, ამ ბავშვების მომავლის შესახებ არაფერია ცნობილი. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს საკითხი დარეგულირებას საჭიროებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.