დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ამჟამად თბილისის სხვადასხვა რაიონში დაყენებულია ელექტრომობილების, დაახლოებით, 60 უფასო დამტენი და მალე კიდევ 30 დაყენდება. მერია აქტიურად უჭერს მხარს ელექტრომობილების გავრცელებას, რადგან ეს არის ქალაქში ეკოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესების რეფორმის ნაწილი.
ახალ დამტენებს დააყენებენ თბილისის ათ რაიონში: ვაკის, საბურთალოს, დიდუბის, ნაძალადევის, ჩუღურეთის, მთაწმინდის, ისნის, გლდანის, სამგორისა და კრწანისის რაიონებში. 20 დამტენი ასევე გაჩნდება ჩქაროსნული გზის ოთხ ლოკაციაზე დასავლეთ საქართველოს მიმართულებით: თერჯოლა-ზესტაფონის მონაკვეთზე, ჩქაროსნულ მაგისტრალზე გორის მიმდებარედ და ბორჯომი-ბაკურიანი-ახალციხის ტრასაზე.
კომენტარის დატოვება