14 ოქტომბერს სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში გაიმართება საიუბილეო წარმოდგენა “ქართული კინომუსიკის შედევრები – მეხსიერების ბარათი №2” ნიკოლოზ რაჭველთან ერთად. ზუსტად ერთი წლის წინ ამ დღეს შედგა უნიკალური სპექტაკლის პრემიერა, რომელიც აერთიანებდა ქართულ კინოსა და ქართველ კომპოზიტორთა ცნობილ ნაწარმოებებს.
რაჭველმა აღნიშნა, რომ თავდაპირველად სპექტაკლის ახალი ვერსიის გამართვა საახალწლოდ იგეგმებოდა, თუმცა ღონისძიება სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე გადაიტანეს. მუსიკალური თანხლების სახით გამოვა საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი შემდეგ სოლისტებთან ერთად: ნინო ქათამაძე, ნატო მეტონიძე, ლიზა ბაგრატიონი, ეკა მამალაძე, ლიზი რამიშვილი, ლუკა თოფურია, ვანიანო ხაჩიძე, დიტო საკანდელიძე, დავით ჯაფარიძე.
კომენტარის დატოვება