ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.810.00%
EUR2.930.00%

თბილისში ღია კაფეები გაკონტროლდება

1 აგვისტო, 2023

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, დავით აღმაშენებლის გამზირის საცალფეხო ნაწილში ოროხის ქუჩის კვეთიდან ზაარბრიუკენის მოედნამდე 40-მდე ღია კაფე მუშაობს საჭირო დოკუმენტაციის გარეშე. ასევე, ქაოტური მდებარეობის გამო, ისინი ხელს უშლიან ადგილობრივ მოსახლეობას და ფეხით მოსიარულეებს. მერიამ მათ ამ დარღვევების აღმოფხვრის ვადა მისცა.

კახა კალაძემ ობიექტების მფლობელებს კანონის დაცვისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვადის გასვლის შემდეგ, პრობლემის მოგვარებაში ქალაქის ინსპექცია და სხვა სახელმწიფო უწყებები ჩაერთვებიან. მან ასევე აღნიშნა, რომ ბიზნესის კეთებამ არ უნდა დაამახინჯოს ქალაქის იერსახე და შეზღუდოს მასში მცხოვრებთა უფლებები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.