ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.700.00%
EUR2.940.00%

მეტროსადგური ვარკეთილი განაგრძობს მუშაობას რემონტის დროს

31 ივლისი, 2023

დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადეს, რომ ვარკეთილის სადგურის დახურვის საჭიროება არ იყო. ამრიგად, მეტროსადგური ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მგზავრების მომსახურებას. სამუშაოს ჯამური ვადა 18 თვე იქნება და მომავალი წლის ზაფხულში დასრულდება.

მეტროსადგურ ვარკეთილში სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო. პროექტი ახორციელებს კომპანია Bada Construction-ი, რომელიც მეტროსადგურ “ავლაბარს” არემონტებს. რეკონსტრუქციის დროს მთლიანად აღდგება სადგურის შიდა ინფრასტრუქტურა და ინტერიერი. პროექტის ღირებულება 13,4 მლნ ლარს შეადგენს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.