23 და 24 დეკემბერს დედაქალაქის მრავალფუნქციურ ხელოვნების ცენტრ Fabrika-ში გაიმართება ტრადიციული საშობაო ბაზრობა. გამოფენა-გაყიდვის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა საახალწლო პროდუქცია, მათ შორის, ხელნაკეთი ნაწარმი. ღონისძიების სტუმრებს ელით ზამთრის გემრიელი საჭმელი: ცხელი შოკოლადი, შემწვარი წაბლი და არომატული გლინტვეინი.
საახალწლო განწყობის პორციის მიღება შეიძლება 13:00-დან 21:00-მდე მისამართზე: თბილისი, ეგნატე ნინოშვილის ქ. 8.
კომენტარის დატოვება