ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.700.00%
EUR2.940.00%

ტოჩინოშინმა კარიერა დაასრულა

9 თებერვალი, 2024

წინა კვირას ტოკიოს რიოგოკუ კოკუგიკანის სასახლეში გაიმართა ქართველი სუმოისტის ლევან გორგაძის საზეიმო გაცილება, რომელმაც კარიერა ოფიციალურად დაასრულა. ტოჩინოშინის სახელით ცნობილი სპორტსმენისთვის გაიმართა თმის შეჭრის ცერემონიადანპაცუ-შიკი.

კარიერის დასრულების გადაწყვეტილების შესახებ ლევან გორგაძემ წინა წლის მაისში გამოაცხადა.

ტოჩინოშინისთვის “დანპაცუ-შიკის” ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს სუმოისტებმა, მათ შორის, ლეგენდარულმა იოკოძუნა ასასერიუმ. 2018 წელს, თავის პირველ სუპერტურნირზე, ქართველმა სპორტსმენმა მოიგო იმპერატორის თასი, ხოლო შემდეგ მოიპოვა ოძეკის ტიტული. სულ, კარიერის განმავლობაში მან 100 ტურნირში მიიღო მონაწილეობა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.