საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საიტზე გაჩნდა ინფორმაცია ამ წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით ქვეყანაში დარეგისტრირებული ავტოპარკის მოცულობის შესახებ. ამ დროისთვის ქვეყანაში 1 715 556 ავტომობილია, საიდანაც 1 055 624 მსუბუქია. ყველაზე მეტი ავტომობილი თბილისშია, მეორე და მესამე ადგილზე იმერეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებია.
ფიზიკურ პირებს ეკუთვნით ყველა ავტომობილების 81%-ს, ხოლო 19% კომპანიების განკარგულებაშია. მანქანების ძირითადი ნაწილი საწვავად ბენზინს იყენებს, ელექტრო და ჰიბრიდული მანქანები მხოლოდ 5%-ს შეადგენს. ყველა მანქანების, დაახლოებით, მესამედი 10 წელზე ნაკლები ასაკისაა.
კომენტარის დატოვება