თბილისის მერიის ინფორმაციით, წელს ქალაქის დღე “თბილისობა 2023” 30 სექტემბერსა და 1 ოქტომბერს სამ ლოკაციაზე: ორბელიანიას მოედანზე, რიყის პარკსა და სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში ჩატარდება. ქალაქის დღესასწაულში მონაწილეობის მიღების მსურველებს განაცხადის შეტანა დედაქალაქის მერიაში 19 სექტემბრამდე შეუძლიათ.
2018 წლიდან “თბილისობა” ყოველწლიურად იმართება ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას. გასულ წელს დღესასწაული ხუთ ლოკაციაზე: რიყის პარკში, ლეღვთახევის ხეობაში, მეტეხის ხიდზე და ასევე ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნებზე გაიმართა.
კომენტარის დატოვება