16 ივნისამდე ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე მდებარე დედაქალაქის თეატრალურ სივრცეში “ჰარაკი” იმართება ფოტოგამოფენა “მსხვერპლშეწირვის მიწა“, რომელზეც წარმოდგენილია ქართველი ფოტოგრაფის ანა ფატლაძის ნამუშევრები. ექსპოზიციის მონახულება შეიძლება 16:00–დან 20:00-მდე, შესვლა თავისუფალია.
თავის ნამუშევრებში ანა ფატლაძემ აჩვენა რეალობისა და მონაგონის შერწყმის მრავალწლიანი კვლევის შედეგები. მისი მისტიკური ფოტოები აჩვენებს მაყურებლებს ქალაქს, რომელიც იძირება, მაგრამ მაინც აგრძელებს ცხოვრებას.
გამოფენის გახსნაზე ოთხშაბათს, 20:00 საათზე, გაიმართება საუბარი მკვლევარ გიორგი ცინცაძესთან.
კომენტარის დატოვება