დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა “თბილისის თანამედროვე ხელოვნების ფონდი“-ს დაფუძნების შესახებ. ის ხელს შეუწყობს ქართველი მხატვრების წინ წაწევასა და მათი შემოქმედებითი ნამუშევრების გამოფენების ჩატარებას. ამისთვის ქალაქის სხვადასხვა ადგილას გამოიყოფა სპეციალური სივრცეები – მოედნები, პარკები, სკვერები და ა.შ.
გამოფენაზე ნამუშევრების შესარჩევად ჩატარდება ღია კონკურსი, რომლის გამარჯვებულები ექსპონირებულები იქნებიან დედაქალაქში ექვსი თვის ან ერთი წლის განმავლობაში. ქალაქის ხელისუფლება გეგმავს გამოფენებისთვის სკულპტურების ბაღის აღჭურვას. კალაძის თქმით, მერია შეიძენს ნამუშევრებს, რომლებიც შეესაბამება ქალაქის იერსახეს.
კომენტარის დატოვება