თბილისში გრძელდება უსახლკარო ოჯახებისთვის ბინების შესყიდვის პროცესი. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გამოაცხადა ფიქსირებული საცხოვრებელი ადგილის არმქონე პირებისთვის დამატებითი ექვსი ბინის ყიდვის შესახებ. პროგრამის დაწყებიდან დღემდე შესყიდულია 79 ბინა. მონაცემების თანახმად, ამჟამად საქართველოს დედაქალაქში უსახლკაროს სტატუსით 400 ოჯახი ცხოვრობს.
ფიქსირებული საცხოვრებელი ადგილის არმქონე პირებისთვის ბინების შესყიდვა 2022 წელს დაიწყო. წინა წელს 56 ბინა იქნა შეძენილი, წელს – 23. მერის თქმით, შესყიდვის პროცესი გაგრძელდება მანამ, სანამ ყველა ოჯახი არ იქნება დაკმაყოფილებული საბინაო ფართობით. ბინის მისაღებად ჯანდაცვის სამინისტროში საჭიროა უსახლკაროს სტატუსის მიღება. შემდეგ საკითხს საქალაქო ჯანდაცვის სამსახური და თბილისის მერიის სოციალური სამსახური განიხილავს.
კომენტარის დატოვება