გაიხსნა რეგისტრაცია Kazbegi Marathon-ზე, რომელიც 3 სექტემბერს მაღალმთიან ყაზბეგში გაიმართება. მონაწილეებისთვის შემოთავაზებულია თრეილრანინგის საერთაშორისო ასოციაციის მიერ დარეგისტრირებული 4 დისტანცია ციცაბო აღმართებითა და მთის მდინარეების გადაკვეთით. სირბილის მოყვარულებს მარათონი 2010 წლიდან აერთიანებს.
მონაწილეებისთვის შემოთავაზებულია შემდეგი დისტანციები ასარჩევად:
მხიარული გარბენი – 4 კმ, 300 მეტრი ვერტიკალურად;
კლასიკური თრეილი – 10 კმ, 900 მეტრი ვერტიკალურად;
SkyRace – 15 კმ, 1,3 მეტრი ვერტიკალურად;
Exteme – 30 კმ, 2,1 მეტრი ვერტიკალურად.
კომენტარის დატოვება