ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.810.00%
EUR2.93–0.01%

ვის მოუმატებენ სახელმწიფო კომპენსაციას?

9 აპრილი, 2024


„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიების შესახებ“ კანონში მიღებული ცვლილებების მიხედვით, მიმდინარე წლის 2 მაისიდან საქართველოს 20 ათასზე მეტ მოქალაქეს გაზრდილ სახელმწიფო კომპენსაციას გადაუხდიან. კომპენსაციის მაქსიმალური ოდენობა 560-დან 1 ათას ლარამდე გაიზარდა, მარჩენალის დაკარგვის შემთხვევაში კი – 1,2 ათას ლარამდე.

გაზრდილ კომპენსაციას მიიღებენ ის მოქალაქეები, რომლებსაც ადრე ეკავათ სხვადასხვა თანამდებობა ძალოვან სტრუქტურებში, ყოფილი მეხანძრეები, მოსამართლეები, პროკურორები, პარლამენტის წევრები, პარლამენტის თანამშრომლები, დიპლომატები, სამოქალაქო ავიაციის თანამშრომლები, გენერალური აუდიტორი, მისი მოადგილე და სამთავრობო ორგანოებში მომუშავე სხვა პირები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.