ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.810.00%
EUR2.93–0.01%

Wolt-ის ქართველმა კურიერმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა

13 მარტი, 2024

Wolt-ის მიტანის სერვისის კურიერმა თბილისიდან გიორგი ჩუბინიძემ 24 საათში 111 შეკვეთის შესრულებით მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ერთ შეკვეთაზე მან, საშუალოდ, 13 წუთი დახარჯა. ჯამში, 1 იანვრიდან 31 იანვრამდე ჩუბინიძემ 2088 შეკვეთა შეასრულა, 6338 კილომეტრი გაიარა და მიიღო 12254 ლარი ოდენობის ჯამური შემოსავალი (4600$).

წინა რეკორდი ეკუთვნოდა კურიერ თემურს ჰელსინკიდან, რომელმაც დღეში 108 შეკვეთა შეასრულა.

ამჟამად Wolt მუშაობს 30 ქვეყნის 300 ქალაქში და ჰყავს 150 ათასი კურიერ-პარტნიორი, აქედან 7 ათასი Wolt Georgia-შია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.