ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.730.00%
EUR3.00+0.01%

აბრეშუმის მუზეუმი მალე გარემონტდება

14 მარტი, 2024

დედაქალაქის მერ კახა კალაძე ესტუმრა თბილისის ცენტრში მდებარე საქართველოს აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმ, რომელიც რამდენიმე წელია, რემონტ მიმდინარეობ. მერის თქმით, სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა და ორ თვეში დასრულდება. გამაგრდა მუზეუმის კონსტრუქციები, გამოიცვალა სახურავი, აღდგა ჭერის კარნიზები, შეილესა და მოხატა კედლები და ჭერი.

ამ დროისთვის მუზეუმში მიმდინარეობს ფასადის მოწყობა, წინა ეზოს კეთილმოწყობა და მხატვრული განათების დაყენება. რესტავრაციის პროექტზე, დაახლოებით, 3,3 მილიონი ლარი დაიხარჯა.

აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი 1887 წელს დაარსდა და ერთ-ერთი უძველესია საქართველოში. მისი რემონტი 2021 წლის მაისში დაიწყო და 2022 წლის ბოლომდე უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ვადა ორჯერ გადაიდო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.