ავტორიტეტულმა პორტალმა Transfermarkt-მა განაახლა მონაცემები საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების საბაზრო ღირებულების შესახებ გუნდის ევრო–2024-ზე ისტორიული გასვლის შემდეგ. ახლა ჩვენი ფეხბურთელები 150,2 მილიონ ევროდ არიან შეფასებული, საიდანაც 80 მილიონი ხვიჩა კვარაცხელიას ღირებულებაა, 35 მილიონი კი – გიორგი მამარდაშვილის.
გიორგი მიქაუტაძე ამ ეტაპზე 9 მლნ ევროდ არის შეფასებული, საბა საზონოვი – 3 მლნ ევროდ, ოთარ კიტეიშვილი – 3 მლნ ევროდ, ზურიკო დავითაშვილი და გიორგი ჩაკვეტაძე კი 2,5 მლნ ევროდ არიან შეფასებულნი.
2022 წლამდე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების ჯამური საბაზრო ღირებულება არ აღემატებოდა 55 მლნ ევროს.
კომენტარის დატოვება