ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.840.00%
EUR3.00–0.05%

150-მილიონიანი ნაკრები

8 აპრილი, 2024

ავტორიტეტულმა პორტალმა Transfermarkt-მა განაახლ მონაცემები საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების საბაზრო ღირებულების შესახებ გუნდის ევრო2024-ზე ისტორიული გასვლის შემდეგ. ახლა ჩვენი ფეხბურთელები 150,2 მილიონ ევროდ არიან შეფასებული, საიდანაც 80 მილიონი ხვიჩა კვარაცხელიას ღირებულებაა, 35 მილიონი კი გიორგი მამარდაშვილის.

გიორგი მიქაუტაძე ამ ეტაპზე 9 მლნ ევროდ არის შეფასებული, საბა საზონოვი – 3 მლნ ევროდ, ოთარ კიტეიშვილი – 3 მლნ ევროდ, ზურიკო დავითაშვილი და გიორგი ჩაკვეტაძე კი 2,5 მლნ ევროდ არიან შეფასებულნი.

    2022 წლამდე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების ჯამური საბაზრო ღირებულება არ აღემატებოდა 55 მლნ ევროს.

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

    ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
    © ყველა წესი დაცულია.