ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.840.00%
EUR3.00–0.05%

70 მლნ აეროპორტებზე

11 ნოემბერი, 2023

საქართველოს მთავრობაში დაანონსეს 2024 წელს ქვეყნის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის 800 მილიონი ლარის ბიუჯეტის გამოყოფის შესახებ. აქედან 70 მილიონი ლარი საქართველოს სატრანსპორტო ჰაბად გადაქცევის პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ქუთაისის, თელავისა და ვაზიანის აეროპორტების განახლებისა და მშენებლობისთვის.

აღნიშნულია, რომ ქუთაისის აეროპორტში გათვალისწინებულია ახალი ასაფრენი ბილიკის მშენებლობა, თელავში კი უნდა დასრულდეს მიმდინარე სარემონტო სამუშაოები. ამასთანავე, ვაზიანის ყოფილი აეროდრომის ტერიტორიაზე შესაძლებელია ახალი საჰაერო ნავსადგურის აშენება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.