საქართველოს სურსათის ეროვნულ სააგენტოში აგრძელებენ მარმარილოს ბაღლინჯოსთან ბრძოლას და მოუწოდებენ ფერმერებს, არ შეწყვიტონ მავნებლის მოსასპობად მექანიკური ზომების გამოყენება. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ცივი ტემპერატურების დროს მწერები საცხოვრებელი ფართებისკენ გადაადგილებას ცდილობენ.
ახლა საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები მოსახლეობას შორის სპეციალურ პრეპარატებს ავრცელებენ, რომლებიც აუცილებლად უნდა იქნას გამოყენებული მარმარილოს ბაღლინჯოსთან საბრძოლველად. ხალხს სთავაზობენ მასალის ქიმიკატებით დამუშავებას, რომელიც ეზოში, სინათლის წყაროს ქვეშ, უნდა დაკიდოს.
კომენტარის დატოვება