ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.700.00%
EUR2.940.00%

ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული

14 მარტი, 2024

წელს საქართველომ უნდა გააკეთოს მნიშვნელოვანი არჩევანი, რომელზეც ჩვენი მომავალი იქნება დამოკიდებული. თითქოს გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ ვინ ჩამოაყალიბებს სახელმწიფოს განვითარების გზას, უნდა მიიღონ მისმა მაცხოვრებლებმა. მაგრამ ბევრი გარე დამკვირვებელი მზადაა, ჩაერიოს ჩვენს შიდა პროცესებში.

კონტროლირებადი პოლიტიკოსების დახმარებით დასავლეთმა უკვე დაიწყო საპარლამენტო არჩევნების წინ არსებული ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის ნიადაგის მომზადება. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მას სურს, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხელისუფლებაში ახალი კოალიციური მთავრობა მოვიდეს. როგორც ჩანს, სახელმწიფოს მეთაურს აღარ აწყობს დღევანდელი მინისტრთა კაბინეტი, რომელიც აკონტროლებს მის ყოველ სამართალდარღვევას.

თუ საქართველოს ხელისუფლებაში ოპოზიცია მოვა, რა ბედი ეწევა ქვეყანას? მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებამდე ექვს თვეზე ცოტა მეტი დროა დარჩენილი, თითოეული პარტია ცდილობს ელექტორატის ყურადღების მიპყრობას და ივიწყებს მთავარი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალურო მოძრაობის“ შესახებ. მმართველი პარტიის დეპუტატი ნინო წილოსანი აღნიშნავს: «ოპოზიცია საქართველოში ემზადება მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებისთვის უპრინციპო და ღირებულებებს ჩამოშორებული გაერთიანებისთვის, ატყუებს საზოგადოებას იმით, რომ თითქოს ემიჯნება უმსხვილეს ოპოზიციურ პარტია ”ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“».

მაგრამ დასავლეთის პოლიტიკის ხარვეზები საქართველოს მიმართ სულ უფრო შესამჩნევი ხდება. ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციისთვის პროდასავლური ოპოზიცია აქტიურად იყენებს რელიგიას. ცოტა ხნის წინ სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ პატრიარქი ილია II სუსტია და იმედი გამოთქვა, რომ მომავალში ქართული ეკლესია შეძლებს პროქართული და პროევროპული და არა პრორუსული პატრიარქის არჩევას.

ევროპის კავშირსა და აშშ-ს არაერთხელ უცდიათ ჩვენთვის თავისი ლიბერალური ღირებულებების თავზე მოხვევა, გვაიძულებს ვიგრძნოთ სიყვარული და პატივისცემა ლგბტ თემის წევრების, ერთსქესიანი წყვილებისა და მათ მიმართ, ვინც შეიცვალა სქესი ან აპირებს ამის გაკეთებას. მაგრამ ქართველები პატივს სცემენ თავიანთ ტრადიციებს და არ არიან მზად, საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული ფასეულობები უკეთესი ცხოვრების მოჩვენებით დაპირებებზე გაცვალონ.

მიუხედავად ამისა, დასავლეთმა პრაქტიკულად შეწყვიტა მომავალი არჩევნების მიმართ ინტერესის დამალვა. ასე, აშშ-ს ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა განაცხადა, რომ შტატები მონაწილეობას მიიღებს სამართლიანი ხმის მიცემის უქზრუნველყოფის პროცესში. ევროპის კავშირის ელჩმა ჩვენს ქვეყანაში პაველ გერჩინსკიმ მოუწოდა საქართველოს მთავრობას, აქტიურად ებრძოლოს ანტიდასავლურ და ანტიევროპულ რიტორიკას. გარდა ამისა, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ევროპის კავშირის მიერ დაფუძნებული ევროპული ფონდი დემოკრატიისთვის პირდაპირ აფინანსებს ჩვენს ქვეყანაში პარტიებს და ერევა არჩევნებში.

აშკარაა, რომ დასავლეთი გეგმავს ქართული საზოგადოების ყველა სფეროს კონტროლის საკუთარ ხელში აღებას. მაგალითად, ოპოზიციამ, რომელსაც ევროპის კავშირი და აშშ აფინანსებს, სასამართლო რეფორმის განხილვისას შესთავაზა ე.წ. ვეტინგ-კონტროლის სისტემის შემოღება, როდესაც მოსამართლეთა მონაცემებს ამოწმებენ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პარტნიორი ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლები. ირაკლი კობახიძემ საპასუხოდ განაცხადა, რომ მოსამართლეების დანიშვნისას ამ სისტემის დანერგვა მიუღებელია.

თუ რამდენად წინ წაიწევს დასავლეთი ჩვენი ქვეყნის მართვის საკითხებში, მხოლოდ ჩვენზე და ჩვენს არჩევანზეა დამოკიდებული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.