ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.700.00%
EUR2.940.00%

აჭარაში ტურისტული სეზონი წარმატებულად მიმდინარეობს

28 ივლისი, 2023

აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად 4 ივნისს გაიხსნა, და უცხოელი ტურისტების რაოდენობამ 1,2 მილიონს გადააჭარბა. საერთო ჯამში წელს რეგიონში ოთხ მილიონზე მეტი ვიზიტორია მოსალოდნელი. ეკონომიკისა და ტურიზმის დადებითი ტენდენციების ზრდის შედეგად აჭარის მთავრობა უმაღლეს საბჭოში 2023 წლის კორექტირებულ ბიუჯეტ წარადგინა, რომელმაც პირველად გადააჭარბ 600 მლნ ლარს.

აჭარა საინტერესო ტურისტული პროდუქტებით ხვდება ტურისტულ სეზონს, მოგზაურებს ელოდებათ ზიპლაინი ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, კანიონინგი კაპნისთავსა და უჩხოში, სამთო ველობილიკი ქედა-შუახევში, ტურისტული თავშესაფრები და საპიკნიკე ინფრასტრუქტურა ჯვარიმინდორზე, ჩირუხში, კაპნისთავსა და შუამთაზე. ასევე რეგიონში 25-მდე ახალი მარკირებული ტურისტული მარშრუტია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.