ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.700.00%
EUR2.940.00%

პირველი სარაგბო კომიქსი საქართველოში

28 ივლისი, 2023

საქართველოში პირველი ქართული კომიქსი “შერკინება“ გამოიცა და ის ქვეყანაში ყველაზე პოპულარულ სპორტის სახეობას, რაგბს, ეხება. პროექტის ავტორის განცხადებით, კომიქსის მიზანია რაგბის, ზოგადად სპორტის და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია. ასევე სკოლის ბავშვებისა და მოზარდებისთვის რაგბის ღირებულებების და წესების მარტივი ენით მიწოდება.

ისტორია რეალურ ამბავზეა აგებული. მოქმედება ქუთაისში ხდება, სადაც 12 წლის ვაკოს ძალიან უყვარს რაგბი და სურს უფროსი ძმასავით წარმატებული მორაგბე გახდეს, რათა დაიცვას სკოლის ღირსება სასკოლო ჩემპიონატში. ვაკოს ამ გზაზე არაერთ სირთულესთან უწევს შერკინება. სულ დაგეგმილია კომიქსის 8 სერიის გამოცემა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.