2024 წლის 1 იანვრიდან საქართველოში 70 წლამდე ასაკის მოქალაქეებისთვის სახელმწიფო პენსიის ოდენობა 20 ლარით გაიზარდა და 315 ლარს შეადგენს, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში – 380 ლარს. 70 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის პენსია 50 ლარით გაიზარდა და 415 ლარს შეადგენს, მაღალმთიან დასახლებებში კი – 490 ლარს.
ასევე ახალი წლიდან 10%-ით გაიზარდა სახელმწიფო ან მუნიციპალური ბიუჯეტიდან ანაზღაურების მიმღები მუშაკების, მათ შორის, სამხედრო და პოლიციის თანამშრომლების ხელფასები.
გარდა ამისა, 500 ლარამდე გაიზარდა მასწავლებელთა ხელფასები. სრული დატვირთვით მომუშავე მასწავლებლები მაქსიმალურ ხელფასს მიიღებენ.
კომენტარის დატოვება