ავტორიტეტულმა სტატისტიკურმა გამოცემამ WhoScored-მა წარადგინა გასული 2023 წლის იტალიის ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრების საკუთარი ვერსია. სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელთა შემადგენლობაში იტალიური “ნაპოლის” ქართველი ვიგნერი ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა. აღნიშნულია, რომ მატჩებში მან საშუალოდ 7,37 ქულა მოაგროვა.
წინა წელს საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წარმომადგენელმა ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატში 11 გოლი გაიტანა. სიმბოლური ნაკრების შემადგენლობაში ჩვენი მოთამაშის მუდმივი ასისტენტი ვიქტორ ოსიმჰენიც შევიდა, რომელმაც ნეაპოლიტანური დუეტის წარმატება დაადასტურა.
მანამდე CIES Football Observatory-მა კვარაცხელია, 2023 წლის შედეგებით, საუკეთესო მარცხენა ფლანგების რეიტინგში მე-7 ადგილზე დააყენა.
კომენტარის დატოვება