2024 წლის 1 ივლისიდან საქართველოში 25 წლამდე ქვეყნის მოქალაქეებს, 18 წლამდე უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და აზარტული თამაშების აკრძალვის მქონე პირებს აეკრძალებათ აზარტული თამაშები ონლაინ კაზინოებსა და ტოტალიზატორებში. პირველადი დარღვევისთვის ჯარიმა 10 ათას ლარს შეადგენს, ხოლო განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში – 20 ათას ლარს.
ონლაინ აზარტული თამაშების ორგანიზებისა და ჩატარებისთვის ასევე დაისჯება ინტერნეტ კაფეებიც. მათთვის ჯარიმა 15 ათას ლარს შეადგენს, ხოლო განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში – 30 ათას ლარს.
ქვეყანაში ონლაინ კაზინოებზე ეტაპობრივი აკრძალვები წესდება უკვე რამდენიმე წელია. ჯერ 65-70%-ით გაიზარდა სათამაშო კომპანიების გადასახადები, შემოღებული იქნა 25 წლამდე ასაკობრივი შეზღუდვა ონლაინ აზარტულ თამაშებზე და შედგა აზარტული თამაშების აკრძალულ პირთა მონაცემთა ბაზა.
კომენტარის დატოვება