საახალწლო დღესასწაულების წინ საქართველოში გამკაცრდა წიწვოვანი ხე–მცენარეების უკანონო ჭრის, ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის კონტროლი. დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა შეადგენს 2 ათას ლარს, განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში კი 5 ათას ლარამდე იზრდება. დამრღვევი ასევე იხდის გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობას. თუ ზარალი 1000 ლარზე მეტია, აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე.
ეროვნული სატყეო სააგენტო „ნუ მოჭრი ნაძვს“ მართავს კამპანიას, რომელსაც უკვე შეუერთდნენ ცნობილი ადამიანები. ისინი მოუწოდებენ მოსახლეობას ხელოვნური ნაძვის ხეების გამოყენებისკენ.
საქართველოს ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე თვეში ნაძვისა და ფიჭვის ხეების უკანონო ჭრისა და რეალიზაციის ფაქტები დაფიქსირდა ქვეყნის ორ რეგიონში: ხელვაჩაურის (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა) და ქარელის რაიონში (შიდა ქართლის რეგიონი).
კომენტარის დატოვება