სტატისტიკის ეროვნული სამსახურის “საქსტატის” მონაცემებით, 2023 წლის მესამე კვარტალში საქართველოში დაქირავებულ მუშაკთა საშუალო ნომინალური თვიური ხელფასი 16,3%-ით გაიზარდა და 1 855,4 ლარი შეადგინა. ყველაზე დიდი საშუალო ნომინალური ხელფასი თბილისში დაფიქსირდა – 2 160,6 ლარი, ხოლო ყველაზე მცირე – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (946,4 ლარი).
ამასთანავე, მამაკაცების საშუალო ნომინალური ხელფასი შეადგენს 2 233,9 ლარია, ხოლო ქალების – 1459,1 ლარი. ყველაზე მაღალი საშუალო თვიური ხელფასი დაფიქსირდა ინფორმაციისა და კომუნიკაციის – 3 958,1 ლარი (+18.8% წლის განმავლობაში), მშენებლობის – 3 033,4 ლარი (+31.6%), ფინანსური და სადაზღვევო საქმიანობის – 2 806, 7 ლარი (+13.4%), სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობის – 2 615,6 ლარი (+17,3%) – სფეროებში.
კომენტარის დატოვება