ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.700.00%
EUR2.940.00%

ბათუმი ბარსელონაზე საინტერესოა

18 აპრილი, 2024

ტურისტულმა პლატფორმამ European Best Destinations-მა ბათუმი 2024 წლის ევროპის საუკეთესო ტურისტულ მიმართულებებში შეიტანა. რეიტინგის ავტორებმა საქართველოს შავი ზღვის კურორტი მეხუთე ადგილზე დააყენეს და უწოდეს მას ულამაზესი და უნიკალური ქალაქი ხელუხლებელი ბუნებით. “დაივიწყეთ ბარსელონასა და ბერლინის შესახებ, ბათუმი ბევრად უფრო საოცარი, საინტერესო, ხელმისაწვდომი და ეგზოტიკურია”, – ნათქვამია მიმოხილვაში.

რეიტინგის პირველი ადგილები დაიკავა მარბელამ (ესპანეთი), მონაკომ, მალტამ და ჟენევამ (შვეიცარია). ათეულში ასევე მოხვდა რიგა (ლატვია), მადეირა (პორტუგალია), ფლორენცია (იტალია), ლონდონი (დიდი ბრიტანეთი) და რეიკიავიკი (ისლანდია).
საუკეთესო მიმართულებები შეირჩა 500 სხვადასხვა ქალაქიდან 1 მლნ-ზე მეტი ინტერნეტ მომხმარებლის მიერ ონლაინ ხმის მიცემის შედეგების მიხედვით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.