ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.700.00%
EUR2.940.00%

გავხადოთ ღვინო პოპულარული!

18 აპრილი, 2024

ღვინის ეროვნულ სააგენტოში ისაუბრეს ახალი სახელმწიფო პროგრამის დაწყების შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს მეღვინეობის დარგის პოპულარიზაციას. მნიშვნელოვან მომენტად უნდა გახდეს ქვეყანაში გამართული ღვინის ფესტივლების, კონკურსებისა და გამოფენების ფინანსური მხარდაჭერის მექანიზმის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.

განაცხადების მიღება “ქართული ღვინის ადგილობრივ ბაზარზე პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამაში” მონაწილეობის მისაღებად იწყება 22 აპრილს ღვინის ეროვნული სააგენტოს საიტზე.
ახალი მიდგომა გულისხმობს ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით გამართული ღონისძიებების ორგანიზატორების დაფინანსების მოქნილი პირობების შექმნას, ასევე ანაზღაურების ოდენობას, იმ საბუთების ჩამონათვალს, რომლებიც უნდა მიეწოდოს იურიდიულ პირებს მხარდაჭერის მისაღებად.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.