19 და 20 აგვისტოს ბათუმში მეხუთედ გაიმართება თაფლის ფესტივალი. გამოფენა-გაყიდვაზე თავის პროდუქციას წარადგენენ თაფლისა და მეფუტკრეობის სხვა პროდუქტების ქართველი მწარმოებლები, სულ, დაახლოებით, 50 კომპანია, ასოციაციები და მეფუტკრეები აჭარიდან, გურიიდან, სამეგრელოდან, იმერეთიდან, რაჭიდან, სამცხე-ჯავახეთიდან, შიდა ქართლიდან და კახეთიდან. სტუმრებისთვის მომზადდება ინტერაქტიული გასართობი ღონისძიებები, კონკურსები, მასტერკლასები და ცოცხალი მუსიკა.
ფესტივალის სტუმრები შეძლებენ ქართული თაფლისა და მეფუტკრეობის პროდუქტების საუკეთესო ნიმუშების ადგილზე დაგემოვნებასა და შეძენას, ასევე ხელნაკეთი კოსმეტიკისა და სანთლების შეძენას.
ბათუმის თაფლისა და მეფუტკრეობის ფესტივალი 2015 წლიდან იმართება. ამ დროის განმავლობაში ის პოპულარული გახდა როგორც ადგილობრივ მაცხოვრებლებს, ასევე ტურისტებს შორის.
კომენტარის დატოვება