ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.700.00%
EUR2.940.00%

გამოვლენილია “საბას” ლიტერატურული პრემიის ფინალისტები

17 აგვისტო, 2023

“საბას”  ლიტერატურული პრემიის ჟიურის წევრებმა შეარჩიეს ფინალისტი ნომინაციებში “წლის საუკეთესო რომანი”, “საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი”, “საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა”, “წლის საუკეთესო პიესა”, “წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა, “საუკეთესო პოეზიის კრებული” და “წლის საუკეთესო თარგმანი ქართულ ენაზე“. საუკეთესო მწერლებ, პოეტებ, პუბლიცისტებს, ესეისტებ, მთარგმნელებ, დრამატურგებსა და კრიტიკოსებს გადაეცემათ ჯილდო და ფულადი პრემია.

ბოლო მეცხრე ნომინაციის “ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის” გამარჯვებული თავად დაჯილდოების ცერემონიაზე დასახელდება.

“საბას” დაჯილდოების პირველი ცერემონია 2003 წლის აპრილში, წიგნის საერთაშორისო დღეს, პოეტ რატი ამაღლობელისა და სცენარისტ დათო ტურაშვილის ინიციატივით გაიმართა. პრემიის არსებობის მთელი დროის მანძილზე ლიცენზირებულია 4 500-ზე მეტი წიგნი, მინიჭებულია, დაახლოებით, 200 პრემია და დაჯილდოვებულია 150-ზე მეტი ავტორი (ბევრი მათგანი 2-ზე მეტჯერ).

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.