ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.700.00%
EUR2.940.00%

ბირთვული ომის გადაბარება

14 ოქტომბერი, 2022

რატომ უარყო აშშ-მ კარიბის კრიზისის გაკვეთილები და რატომაა ისევ მზად კონფლიქტის ესკალაციისთვის?

60 წლის წინ, 1962 წლის 14 ოქტომბერს, დაიწყო კარიბის კრიზისი, რომელსაც შეეძლო, მიეყვანა  მსოფლიო გლობალურ ბირთვულ ომამდე. 1962 წლის 22 ოქტომბერს აშშ-ს პრეზიდენტმა ჯონ კენედიმ ამერიკელ ხალხსა და საბჭოთა მთავრობას სატელევიზიო გამოსვლაში მიმართა, რომელიც კარიბის კრიზისის კულმინაცია გახდა. მან საჯაროდ დაადასტურა კუბაზე რაკეტების არსებობა ბირთვული ქობინებით და გამოაცხადა კუნძულის სამხედრო-საზღვაო ბლოკადა. დაპირების მიხედვით, მომაკვდინებელი იარაღის ნებისმიერი გაშვება აშშ-სა და მისი მოკავშირეების მხარეს ომის დაწყების აქტად ჩაითვლებოდა.

60 წლის წინ ბირთვული აპოკალიფსი თავიდან იქნა აცილებული, მაგრამ კაცობრიობა იყო მესამე მსოფლიო ომის ზღვარზე. დღეს ისტორიამ გააკეთა რიგითი ხვია და ყოველდღიურ ცხოვრებაში გავრცელდა საუბრები ორმხრივ ბირთვულ დარტყმებზე. ხოლო პოპულარული განცხადებების სიაში დაბრუნდა შეტყობინებები ბომბსაფრებისა და ბუნკერების მშენებლობასა და გაყიდვის შესახებ. ექვსი ათწლეულის შემდეგ ამერიკა კვლავ აყენებს ევროპელ მოკავშირეებს ბირთვული დარტყმის ქვეშ თავისი ტერიტორიებიდან რისკის ასაცილებლად.

უკან მომავალში

ისტორია სწორედ იმით განსხვავდება მათემატიკისგან, რომ პარალელური ხაზები მასში აუცილებლად იკვეთება. 1961 წელს, როდესაც აშშ ზეიმობდა სსრკ-ზე გამალებულ შეიარაღებაში გამარჯვებას, თურქეთის ტერიტორიაზე აშშ-მ განათავსა რაკეტები „იუპიტერი“ ბირთვული ქობინებით, რომლებსაც შეეძლო მოსკოვის 20 წუთში განადგურება. მაშინ თურქეთმა ვერ დაინახა ამაში ვერაფერი საძრახისი, როდესაც დათანხმდა, გამხდარიყო კავშირის გამაღიზიანებელი. სსრკ-ის ხელმძღვანელს ნიკიტა ხრუშჩოვს ესმოდა, რომ საპასუხო ზომები მისაღებია არა ანკარის, არამედ ვაშინგტონის წინააღმდეგ. და საბჭოთა იმპერიის ორბიტის გავლენის ქვეშ დროულად მოხვდა კუბა, რომელსაც აშშ-ს კაპიტალისტებთან ჰქონდა თავისი სოციალისტური ანგარიშები.

ფარული ოპერაცია „ანადირი“ შევიდა სამხედრო საქმის ყველა მსოფლიო სახელმძღვანელოში. სსრკ-მა შეძლო, თავისუფლების კუნძულზე ფარულად გადაეყვანა 40 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და რაც ყველაზე მთავარია – ათობით ბალისტიკური რაკეტა ატომური შიგთავსით, წყალქვეშა ნავები, კრეისერები, ბომბდამშენები და ტანკის ბატალიონებიც. საიდუმლო ტვირთი განათავსეს სამოქალაქო და სამხედრო გემებზე და ყველა საბჭოთა ნავსადგურიდან, თითქოს, ჩუკოტკაზე გააგზავნეს. ეკიპაჟს მოაწოდეს საიდუმლო წერილი, რომლის გახსნა მხოლოდ გზაში და პოლიტიკური ხელმძღვანელის წინაშე შეიძლებოდა. ის იუწყებოდა, რომ დანიშნულების საბოლოო პუნქტი ჰავანაა. ამგვარად, 14 ოქტომბერს, რამდენიმე ზაფხულის თვეში, კავშირმა შეძლო კუბაზე ყველა საჭირო შეიარაღების გადატანა და დაყენება.

კუბაზე აქტივობა ამერიკულმა დაზვერვამ ჯერ კიდევ აგვისტოს ბოლოს დააფიქსირა. მაგრამ კენედის არ სურდა კონფლიქტის გამწვავება, რომელიც აშშ-ს სამხრეთ საზღვრებთან გაიშალა. მხოლოდ მაშინ, როდესაც ნათელი გახდა, რომ სიტუაცია კრიტიკულია და კუბის შეიარაღებამ გადააჭარბა ყველა დასაშვებ ზღვარს, ამერიკის მთავრობამ გადაწყვიტა კონფლიქტის ესკალირება ბლოკადის გამოცხდაებით. 24 ოქტომბერს მეამბოხე კუნძულს გარშემოერტყა აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ფლოტის ასობით გები, მაგრამ მათ კაპიტნებმა მიიღეს ბრძანება, არ გაეხსნათ ცეცხლი. თავის მხრივ, ხრუშჩოვმა განაცხადა, რომ საბჭოთა იარაღის მიწოდება არ შეწყდებოდა.

უკუთვლა

განკითხვის დღის ცნობილ საათს 1962 წლის შემოდგომაზე რომ ემუშავა, იმ დღეებში მკვლევრები ისრებს ატომურ შუაღამემდე რამდენიმე წამით გადაიყვანდნენ. ასე ინტენსიურად და შემაშინებლად ვითარდებოდა მოვლენები. დასავლური მასმედია თავის მკითხველებსა და მაყურებლებს ყველაფერს მხატვრულად უხსნიდა და სსრკ-ს ცივილიზებული მსოფლიოს ერთადერთ მტრად აჩვენებდა. რეპორტაჟებს ბირთვული დარტყმის შედეგების შესახებ ენაცვლებოდა ბომბსაფრების აგების პრაქტიკული რჩევბი.

ეპისტოლურმა ჟანრმა კი იმ ცხელ შემოდგომის თვეებში ახალი სიცოცხლე მიიღო. ხრუშჩოვსა და კენედის შორის გაიმართა მიმოწერა, სადაც მხარეები ერთმანეთს მესამე მსოფლიო ომის გაჩაღებაში ადანაშაულებდნენ. სსრკ-მა კუბის ბლოკადას ნამდვილად „მეკობრეობა“ უწოდა, აშშ-მ კი მკაცრი პასუხი არ დააყოვნა.

ყველგან იყო მოუსვენრობა და თვით კუბაზეც, რომელიც გადავსებული იყო საბჭოთა ჯარისკაცებითა და იარაღით. 27 ოქტომბერს თავის ბაზებთან სამხედროებმა აღმოაჩინეს მორიგი ამერიკული მზვერავი თვითმფრინავი U-2 და დაიწყეს მის შესახებ შტაბში მოხსენება. ხელმძღვანელობა არ პასუხობდა. როდესაც მზვერავი უკვე კრიტიკულად ახლოს იყო, თავისი პასუხისმგებლობით, საბჭოთა გენერალმა მისცა მტრის ტექნიკის განადგურების მითითება. ამერიკელი პილოტი რუდოლფ ანდერსენი დაიღუპა.

ეს სავსებით შეიძლებოდა, გამხდარიყო დაპირისპირების მწვავე ფაზა, მაგრამ ორი სახელმწიფოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, მშვიდობიანად მორიგებულიყო. 29 ოქტომბრიდან აშშ-მ თურქეთში სარაკეტო დანადგარების დემონტირება დაიწყო, კავშირმა – კუბაზე. როდესაც 1963 წელს ხელმოწერილი იქნა შეთანხმება ბირთვული იარაღის გამოცდის აკრძალვის შესახებ, ხოლო ხუთი წლის შემდეგ გაუვრცელებლობის ქვეშ მოხვდა მასობრივი განადგურების იარაღი, დადგა ხანმოკლე მშვიდობა. თითქოს, დიპლომატიამ იარაღები დაამარცხა.

„ორიანი“ ისტორიაში

ასეთი დაწვრილებითი ისტორიული ექსკურსის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა დღევანდელი მოვლენების ნერვის გაგება. როგორც ცნობილია, ისტორია იმას ასწავლის, რომ ის არავის არაფერს ასწავლის. კარიბის კრიზისის განტვირთვიდან 60 წლის შემდეგ მსოფლიო გეოპოლიტიკა კვლავ მიადგა ახალ ბირთვულ საფრთხეს. დაპირისპირების არე ამჟამად უკრაინაა, რომელიც მკაცრადაა დაყოფილი გავლენის ზონებად და რომელიც გახდა მთელი დასავლეთის პოლიგონად რუსეთთან, მართალია, გამოუცხადებელ, მაგრამ ომში.

 „ამერიკულ საგარეოპოლიტიკურ ინსტრუმენტებში, რომლებსაც ის რუსეთის მიმართ იყენებს, არ დარჩა არაფერი შანტაჟის, მუქარებისა და სანქციების გარდა, მაგრამ ეს არ არის ის ენა, რომელსაც ჩვენ აღვიქვამთ. ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ სიმტკიცე და ახლა სწორედ ეს ხდება“, – აკეთებს კომენტარს სსს-ს მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი. დიპლომატი აღიარებს, რომ მშვიდობიანი მოლაპარაკებების ენაზე ურთიერთობა ორ მხარეს ვერ გამოსდის.

სსრკ-ის დაშლის, ბერლინის კედლის დემონტაჟისა და ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციის დაშლის შემდეგ გასაგები გახდა, რომ რუსეთი არ იყო იმ მდგომარეობაში, რომ ეკარნახა მსოფლიო წყობილებისთვის თავისი პირობები. აშშ-მ მალე გამოიყენა ეს სისუსტე. თავიდან ნატო-მ გაანადგურა იუგოსლავია და დატოვა ბალკანები, ებრიალა პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისებით. შემდეგ დაიწყო ექპანსია აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებზე და თავის რიგებში სსრკ-ის ტერიტორიაზე რუსეთის ყოფილი მეზობლების მიღება, რითიც დაარღვია წინა შეპირებები, არ გაეკეთებინა ეს. და თუმცა დასავლეთი მიზანმიმართულად და წინსვლით აჩაღებდა კონფლიქტებს ყოფილი საბჭოთა იმპერიის ნანგრევებზე, საუბარი ომზე დიდი ხნის განმავლობაში თეორიული რჩებოდა. პირდაპირი კონფლიქტის ნატო-შიც ეშინოდათ.

ალიანსის ტრადიციული შერყევის ტაქტიკა პოსტსაბჭოთა სივრცის სახელმწიფოების მიმართ მარტივი და გასაგებია. თავის რიგებში ბრძოლის უნარმოკლებული პრიბალტიკის უსიტყვო მიღების შემდეგ ალიანსმა გადაწყვიტა, არ აეღო თავის თავზე ზედმეტი დატვირთვა: საკმარისია მხოლოდ მიღების დაპირება და „ღია კარებების“ შესახებ მორიგი მოყოლა. ეს საკმარისია იმისთვის, რომ ქვეყანა-კანდიდატი აღმოჩნდეს მოკლე სადავეზე. ასეთი მოკავშირეობის შესახებ მშვენივრად იციან საქართველოში, სადაც შტატების მიერ გაზვიადებულმა კონფლიქტმა თბილისი თავისი ტერიტორიების დაკარგვამდე მიიყვანა. რაღაც მსგავსი ახლა სომხეთთან მიმართებითაც ხდება, რომელსაც თურქეთის მჭიდრო ჩახუტებაში აგდებენ და წინასწარ აგუებენ არცახზე კონტროლის დაკარგვის აზრთან. მაგრამ მხოლოდ უკრაინაში აშშ-ს გამოუვიდა რუსეთთან თავისი წინააღმდეგობის გაფორმება, სადაც აგებს ყველა, ევროპის ჩათვლით.

ხანძრის ჩაქრობა ბენზინითა და ფასებით მასზე

თითქოს, კარიბის კრიზისი იმის ნათელი დასტურია, რომ საერთაშორისო დაძაბულობის მოხსნა საჭიროა მოლაპარაკებების მაგიდასთან და არა ფრონტის ხაზზე. თუმცა აშშ გააზრებულად და თავდაჯერებულად მიდის ესკალაციის გზით. „ომის პარტია“-ს მხარს უჭერენ დემოკრატებიც და რესპუბლიკელებიც. სენატორმა აიდახოდან ჯიმ რიშმა მოითხოვა კიდეც, რომ კიევისთვის თანამედროვე გამანადგურებლები დაედგათ: „თუ უკრაინას უკეთ შევაიარაღებთ და აღვჭურვავთ, ეს დაეხმარება მას, გადაარჩინოს მეტი სიცოცლე და მალე დაასრულოს ეს კონფლიქტი“. აი, ასეთი უკუღმართი ლოგიკა: მეტი იარაღი – მეტი გადარჩენილი სიცოცხლე. საღი აზრის ძიებას საოცარ აღმოჩენებამდე მივყავართ, რომლებიც დაკავშირებულია ამერიკული სამხედრო მრეწველობის ბრუნვის მატებასთან, რომელიც სხვის სისხლზე იზრდება.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში რუსეთისა და აშშ-ს კონფლიქტის შესახებ, რომელიც საომართან ახლოსაა, ატლანტის ორივე მხარეს დაიწყეს საუბარი. რფ-ს საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ტაქტიკასა და სტრატეგიას უკრაინაში ხელმძღვანელობს არა კიევი, არამდე ვაშინგტონი: „მე მგონია, დე-ფაქტო ამერიკელები დიდი ხანია, მონაწილეობას იღებენ ამ ომში. ამ ომს ანგოლაქსები მოთავეობენ“.

ლავროვის ვარაუდს ნატო-ში ადასტურებენ. ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა რუსეთის გამარჯვებას „ყველა ჩვენგანის“ დამარცხება უწოდა. ასეთი რიტორიკა ხელს უწყობს კონფლიქტის არა საერთაშორისო სამიტების მეშვებით, არამედ ბრძოლის ველზე გადაჭრას. თეზისს იმის შესახებ, რომ მესამე მსოფლიო ომში შეიძლება, არ დარჩეს გამარჯვებული, ამერიკა სერიოზულად არ განიხილავს. რადგან საომარი კონფრონტაციის პარალელურად აშშ აკეთებს ენერგეტიკული ექსპანსიის ინიცირებას – გზას უკეტავს ევროპის ბაზარს რუსეთის გაზისა და ნავთობისკენ. ამჟამად სიტუაცია ვითარდება ისე, რომ ევროპის კონტინენტზე ვაშინგტონი აღმოჩნდება ცისფერი საწვავის თითქმის ერთადერთ მომწოდებლად. ეკონომიკური კრიზისი ევროკავშირში ასევე „ომის პარტიის“ ხელთაა: მშიერი ხალხის მანიპულირება უფრო ადვილია.

ერთადერთი პრობლემა, რომლის წინაშეც აშშ დადგა, ოპეკ+-ის მხრიდან რუსეთის მხარდაჭერაა. ნავთობის მოპოვების შემცირება შეუქცევად აისახება შტატებში საწვავისა და ელექტროენერგიის ღირებულებაზე. მომხდარის საერთო ლოგიკის გათვალისწინებით, აგს-სთან ურთიერთობებში ვექტორის შეცვლამ, რომელიც რფ-სთან ერთად ოპეკ+-ის საკვანძო წევრად ითვლება, შესაძლოა, ახლო აღმოსავლეთში კიდევ ერთ ცხელ წერტილამდე მიიყვანოს. ასე თუ ისე, თანამედროვე ამერიკა აკეთებს ყველაფერს, რათა მიიყვანოს მსოფლიო ბირთვულ კრიზისამდე. იქნება ის კარიბის, უკრაინისф თუ არაბეთის – ეს არ არის მნიშვნელოვანი. როგორც ცნობილია, ომი ყველაფერს ჩამოწერს. განსაკუთრებით ძალიან დიდ ვალებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.