ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.700.00%
EUR2.940.00%

საქართველო და აშშ-თავსებადობის რეჟიმი

14 ოქტომბერი, 2022

რატომ არის საქართველო უფრო რთული, ვიდრე მასზე ფიქრობენ დასავლეთში

აშშ შიდაპოლიტიკურ სამზარეულოს კვლავაც მიზანში ჰყავს ამოყვანილი თავისი საყვარელი კერძის „საქართველო ამერიკულად“ მომზადება. მთავარი ინგრედიენტი ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია, რომელმაც გამოაცხადა თავისი სურვილის შესახებ იბრძოლოს უკრაინაში თავისუფლებისთვის. კონკრეტულად ვისი თავისუფლებისთვის, არ დაუზუსტებია. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ მისი სიტყვები ნათქვამი იყო ციხიდან, სივრცე ინტერპრეტაციისთვის არსებობს. ის ფაქტი, რომ თავის დროზე უკვე იყო პენტაგონის შეფ-მზარეულების მხრიდან მცდელობა მოეხარშათ სკანდალურ პოლიტიკოსთან ჰალსტუხისგან მომზადებული ფაფა, მაგრამ კარგი არაფერი არ გამოვიდა და ეს არავის აღელვებს. უკანასკნელი ნახევარი საუკუნე ამერიკის სატყუარა მსოფლიოსთვის ამაზე უარესიც ყოფილა.

დემოკრატიული ჩარევები

აქტიური ბრძოლა მსოფლიო დემოკრატიისთვის დაიწყო მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, რომელშიდაც გამარჯვების მითვისება სცადა აშშ. და მაინც საუბარი მათი უპირობო ლიდერობის შესახებ გეოპოლიტიკურ რუკაზე 1991 წლამდე იყო ნაადრევი. ამერიკამ მიიღო კარტ-ბლანში მხოლოდ სსრკ დაშლისგან, მიიტაცა სამხედრო და პოლიტიკური ინიციატივა ათეულობით რეგიონებში მთელს მსოფლიოში.

არ შეიძლება იმის თქმა, რომ ამ მომენტამდე ვაშინგტონს არ გაუტარებია ცალმხრივი თამაში. მისი პირველი მცდელობა შეეცვალა სირიის მთავრობა, რომელიც მას არ აწყობდა მიეკუთვნება 1949 წელს. მმართველი ელიტების შეცვლა არ მომხდარა მყისიერად. ქვეყანა მოიცვა გადატრიალებებისა და დანგრევების ტალღამ, ვიდრე პრეზიდენტის სკამი არ დაიკავა ჰაფეზ ასადმა, რომელიც მართავდა ქვეყანას 30 წელი ამერიკულ-სირიული კონფლიქტის ახალ გამწვავებამდე.

1953 წელს აშშ თავის მოკავშირეებთან ერთად პირველად შევიდა ირანში სამხედრო ოპერაციით „აიაქსი“. ნახშირწყალბადოვან მაგნატებს ვაშინგტონიდან არ მოეწონათ, რომ ირანის ახალი პრემიერმა მაღალი სოციალური ფენიდან მოჰამმედ მოსადდიკმა გამოაცხადა ნავთობის სფეროს ნაციონალიზაციის შესახებ. მის წინააღმდეგ ორგანიზებული იყო მრავალრიცხოვანი მიტინგები. შემდეგ წინდაუხედავი პოლიტიკოსი დააკავეს. ნავთობის ნაციონალიზაცია გადაიდო რამოდენიმე ათეული წლით.

1954 წლიდან ამერიკელები უკვე აღარ გამოირჩეოდნენ მოკრძალებით და საკმაოდ ღიად უჩვენებდნენ მთელს მსოფლიოს, რომ სამართლიანობა და დემოკრატია ძლიერთა ხვედრია. მშვიდობიანი მოსახლეობის დამომბვის შემდეგ გვატემალის ქალაქებში ჰაკობო არბენსა შეცვალეს მემარჯვენე პროამერიკელი ლიდერით- კასტილიო არმასით. შემდეგ ისიც მოიშორეს, და ქვეყანა ჩაიძირა პოლიტიკურ ქაოსში და დაუსრულებელ სახელმწიფო გადატრიალებებში, რომლების გამო ყველაზე მეტად ზარალდებოდა უბრალო ხალხი.

წარმატებების შემდეგ გვატემალაში აშშ დაიწყო ვიეტნამის დემოკრატიზაცია. იმ ომის მსვლელობისას ამერიკას ფაქტიურად პირველად გაუწიეს ძლიერი წინააღმდეგობა, მის მოწინააღმდეგეებს ხომ სსრკ და ჩინეთი უჭერდა მხარს. ამის შემდეგ ტერმინი „ვიეტნამური სინდრომი“ სამუდამოდ შევიდა ფსიქიატრიის სახელმძღვანელოებში.

პარალელურად  ვიეტნამის ომთან ამერიკელებმა დაამხეს მთავრობა გონდურასში არეულობის ინიცირებით, რომელიც გაგრძელდა 1982 წლამდე. ამ დროისთვის აშშ სრულიად დაიმორჩილეს გონდურასი და მისი ეკონომიკა ჩაიძირა აურაცხელ დოლარებიან ვალებში.

შემდეგი ცხელი წერტილი გახდა გრენადა. 1983 წელს ამერიკელები შეიჭრნენ დამოუკიდებელ სახელმწიფოში მხოლოდ იმიტომ, რომ მათ არ აწყობდა მთავრობის შეცვლის შედეგები. შემდეგ იყო ირანის ომი და ავღანეთის კონფლიქტი, ჰაიტი, პანამა და მრავალი სხვა.

ასე მაგალითად, ოთხმოცდაათიანების დასაწყისში „თავისუფლებისთვის ბრძოლისთვის“ მსხვერპლად პანამაც შეეწირა. ოპერაცია „სამართლიანი საქმე“ ახსნეს როგორც 35 ათ. ამერიკელი მოქალაქის სიცოცხლის დაცვის აუცილებლობა და დემოკრატიის აღდგენა.

მთელი ამ წლების განმავლობაში აშშ ახდენდა თავიანთი ხერხების და ტაქტიკის ფართო არსენალის დემონსტრირებას: ქიმიური იარაღის და ნაპალმის გამოყენებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ღია ტერორისტული ორგანიზაციების შექმნამდე, ისეთების, როგორებიცაა „ტალიბანი“. 2001 წელს ამან ითამაშა ვაშინგტონთან ბოროტი ხუმრობა, თუმცა სახელმწიფო გადატრიალებების აღებული გეზიდან არ გადაუხვევია.

განსაკუთრებული თემაა ისტორია იუგოსლავიასთან. აშშ ჩარევა იმ კონფლიქტში იყო უპრეცედენტო და ვერაგული. ბალკანეთის დანაწევრების შემდეგ ამერიკამ ყველას აჩვენა, რომ მსოფლიო რუკაზე დარჩა მხოლოდ ერთი ლიდერი და იგი უკონკურენტოა.

ადამიანთა უფლებების სფეროში კვლევათა ჩინური საზოგადოების გაანგარიშების თანახმად, მეორე მსოფლიო ომის ბოლოდან აშშ მოაწყვეს 201 შეიარაღებული კონფლიქტი 248 დან, რომელიც მოხდა მსოფლიოს 153 რეგიონში. ეს ციფრები არის მხოლოდ 1945-2001 წლების. და ამ წლებში არ არის გათვალისწინებული ამერიკელების მიერ დაწყებული ომები ახლო აღმოსავლეთში, და აგრეთვე სახელმწიფო გადატრიალებები.

საზღვრები ცეცხლში

მსხვილი ინტერნეტ-რესურსი AlterNet აღნიშნავს, რომ შეერთებული შტატების მიერ მოწყობილი თითქმის ნახევარი ყველა გადატრიალებებისა ჩავარდა, ხოლო წარმატება არასდროს ყოფილა გარანტირებული.

„წარუმატებელი შეთქმულებებისას ამერიკელები არც ისე ხშირად იღუპებოდნენ გასაჭირში“,,-წერს პორტალი.-ასეთი ბედი ელის იმ ქვეყნის მოქალაქეებს, სადაც ეს გადატრიალება ხდება და რომლებიც მერე ამის საფასურს იხდიან, ხვდებიან ძალადობას, ქაოსს, სიღარიბესა და არასტაბილურობას“.

სწორედ ასეთი განვითარების ვექტორი ელოდებოდა პოსტსაბჭოთა სივრცესაც. სსრკ დაშლასთან ერთად მსოფლიო გეოპოლიტიკური სამზარეულო ძალიან შეიცვალა. პლანეტაზე დარჩა მხოლოდ ერთი გადაწყვეტილებების მიღების ცენტრი და სტრატეგებმა ნატოდან გადაწყვიტეს, რომ ყოფილი გეოპოლიტიკური კონკურენტის საზღვრები უნდა მოიცვას დაუსრულებელმა შეიარაღებულმა კონფლიქტებმა-ეს თავიდან აიცილებდა ახალი ინტეგრაციის რისკს ამ ტერიტორიებზე.

დასაწყისში გაჩაღდა სომხეთ-აზერბაიჯანული კონფლიქტი. შემდეგ ჩრდილოეთ ყაზახეთიდან მასიურად იდევნებოდა ეროვნული უმცირესობები, ერთდროულად ამასთან მწიფდებოდა მემარჯვენე ნაციონალიზმი უკრაინაში, ხოლო ყირგიზეთმა და ტაჯიკეთმა დაიწყო ომი საზღვრებისთვის უდაბნოში.

გვერდზე არც საქართველო დარჩენილა. ელიტების განხეთქილება დაიწყო აქ ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის დროს, რომელმაც აშშ რჩევით გადაწყვიტა საბოლოოდ დაეხურა აფხაზეთის საკითხი. მშვიდობიანი მიდგომისას ეს კონფლიქტი დასრულდებოდა სულ სხვანაირად და დღეს საქართველო დარჩებოდა ერთიანი. მაგრამ პრეცედენტი იყო შექმნილი: კონფლიქტის პროვოცირებით აფხაზეთსა და საქართველოს შორის, აშშ მიაღწიეს ურთიერთობების მყისიერ გაცივებას საქართველოსა და რუსეთს შორის. სწორედ ეს იყო აფხაზეთის საკითხის საწყისი მიზანი. სიტუაცია ისე დატრიალდა, რომ საჭირო გახდა რუსი სამშვიდობოების შეყვანა.

ერთის მხრივ, რუსეთთან წაჩხუბებამ თბილისს შესაძლებლობა მისცა დაეყენებინა საკითხი ნატოში შესვლაზე. მეორეს მხრივ, ამ საკითხის განხილვა გრძელდება უკვე 30 წელი, მაგრამ მოლაპარაკებების პროცესს იქით საქმე არ წასულა. განსაკუთრებულად ცინიკურია ალიანსის მხრიდან აფხაზეთზე პრეტენზიის უარის თქმის მოწოდება , თუ გავიხსენებთ იმას, თუ ვინ იდგა კონკრეტულად იმ კონფლიქტის უკან.

ნახევრად დაშლის მაგალითი

ყველაფერი კიდევ უფრო გართულდა ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილის მოსვლით, რომელიც მაშინ ჰგავდა ახალი ტიპის პოლიტიკოსს-მდიდარი დასავლური ბექგრაუნდით და შესანიშნავად აწყობილი PR-ტექნოლოგიების სისტემით. სააკაშვილმა მაშინვე განაცხადა ქვეყნის გადასვლის შესახებ ევროპული რეფორმების რელსებსა და ამერიკულ ფასეულობებზე.

სააკაშვილის პოლიციურ რეფორმას დღემდე იხსენებს სითბოთი ბევრი ქართველი. მაგრამ არ შეიძლება იმის იგნორირება, რომ დეკორატიული წესრიგის დამყარება შემოტრიალდა ინტრიგნული ბრძოლით პოლიტიკურ კონკურენტებთან. ერთდროულად საქართველოში მოხდა ეკონომიკის მრავალი სექტორის ბუნდოვანი გარდაქმნა, რაც თავის მხრივ შემოტრიალდა კაპიტალის გადინებით.

შიდა კონფლიქტის ღერძი, რომელიც სწრაფად გადაიზარდა შიგა კონფლიქტში, გახდა საქართველოს ევროკავშირში და ნატოში შესვლის კონცეპცია. დასავლეთმა პირობა დადო წასილიყო დათმობაზე, თუ კი  თბილისი გააგრძელებდა გამღიზიანებლის როლის თამაშს კრემლისთვის. 2008 წლის კონფლიქტი, როცა სააკაშვილმა ზედმეტად პირდაპირ აღიქვა თავისი კურატორების მინიშნებები, მივიდა იქამდე, რომ ქართველებმა საბოლოოდ დაკარგეს სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი. რამაც თავის მხრივ, კიდევ უფრო დააშორა საქართველო და რუსეთი.

სააკაშვილის შემდგომი ბედი ერის ბედის მკვეთრად წინააღმდეგ წავიდა. რამოდენიმე წლის თავზე საქართველოში მოხდა მისი მართვის ღრმა გადაფასება. მისი კულმინაცია გახდა ექს-პრეზიდენტის დაკავება. გამოძიებამ აჩვენა, რომ მისი რიტორიკა გამჭვირვალობის და გახსნილობის შესახებ შემთხვევათა უმრავლესობაში აღმოჩნდა მხოლოდ არაკეთილსინდისიერი საქმიანობის დასაფარავად.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამის შესახებ არ იცის აშშ სახელმწიფო დეპარტამენტმა. პირიქით, ბოლო ათწლეულების გამოცდილება გვაჩვენებს, რომ დასავლელი კურატორები უპირატესობას ანიჭებს სწორედ ასეთ ადამიანებთან თანამშრომლობას, ისინი ხომ ადვილად სამართავები არიან.

რა იქნება შემდეგ?

30 წლის თავზე დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველო ყველაზე მეტად მიუახლოვდა მას, ვიდრე პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა დანარჩენი ქვეყნები. ის დისტანციაზეა რუსეთის პოლიტიკური გავლენისგან და მეტად უფრო მოზომილად უყურებს პოლიტიკური ურთიერთობების პერსპექტივას ევროპასთან. უკან დარჩა აგრეთვე აშშ თბილი მოგონებების პერიოდი.

თბილისი აშენებს საგარეო პოლიტიკას, გამომდინარე პრაგმატული მოსაზრებებიდან და ხელმძღვანელობს რეალური ეკონომიკური სარგებლის მოსაზრებებით თავისი ხალხისთვის.

და მაინც, სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს ნებისმიერ მომენტში. მთელი რიგი ექსპერტების აზრით, ამერიკული ელიტებისთვისაც და უბრალო ამერიკელებისთვისაც არ არის უცხო აშშ განსაკუთრებული როლის შესახებ წარმოდგენა, ვითომ და ამერიკული მესიანურობა. სწორედ ეს არის მათთვის გამართლება გავლენის მოსახდენად მდგომარეობაზე სხვა ქვეყნებში.

ბოლო დროს საქართველოში უფრო ხშირად გაისმის თეზისები, რომ ქვეყნის ჩათრევა რუსეთს და უკრაინას შორის კონფლიქტში გააძლიერებს მის პოზიციებს ევროკავშირში შესვლის საკითხზე. თეზისები აბსურდული და ცინიკურია, ქართველებს კვლავაც სთავაზობენ თავისი სისხლის დაღვრას უკეთესი ცხოვრების იმედისთვის. თუმცა ესკალაციის ახალი ტალღა არც მათ აწყობს, და არც რუსებს.

ამ მიზნით ხელისუფლება საქართველოში და განსაკუთრებულად ადგილობრივი მაცხოვრებლებიც სიფრთხილით უნდა იღებდნენ ნებისმიერ გადაწყვეტილებას. დასავლეთის დანაპირები ყოველთვის ძალიან მიმზიდველია, მაგრამ, როგორც წესი, ტოვებს მხოლოდ სიმწრის გემოს ბოლოს, როგორც გაფუჭებული კერძი რესტორანში კაშკაშა აბრით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.