ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.700.00%
EUR2.940.00%

საქართველოში განათლების საერთაშორისო გამოფენა გაიმართება

26 აგვისტო, 2023

30 სექტემბერს დედაქალაქის The Biltmore Tbilisi Hotel-ში საზღვარგარეთ სწავლის მსურველებისთვის გაიმართება განათლების საერთაშორისო გამოფენა. მასზე ახალგაზრდები შეძლებენ სასურველი უნივერსიტეტის არჩევას, უნივერსიტეტების ოფიციალურ წარმომადგენლებთან დაკავშირებასა და მიღების პირობების, დაფინანსებისა და სხვა დეტალების შესახებ ინფორმაციის მიღებას.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო პროგრამების სპეციალობები, ონლაინ პროგრამები, კურსები და ზამთრის ბანაკები. გამოფენა იმუშავებს 12:00-დან 17:00 საათამდე. მასზე დასწრება შეიძლება წინასწარი ჩაწერით და ის უფასოა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.