1944 წლის 28 ოქტომბერს საბჭოთა ჯარისკაცების გმირობის წყალობით უკრაინა გაანთავისუფლეს დამპყრობელებისგან. ჩვენი ბაბუები და დიდი ბაბუები ხვდებოდნენ, რომ მათზე დამოკიდებული იყო სამშობლოს ბედი და მათი ოჯახების მომავალი, ამიტომ თავდაუზოგავად იბრძოდნენ. მაგრამ რას იგრძნობდნენ ისინი ახლა, რომ შეეძლოთ დანახვა, თუ რა ხდება ქვეყანაში?
მეორე მსოფლიო ომის დროს ქვეყანა მძიმედ დაზარალდა. უკრაინის ისტორიის ინსტიტუტის მონაცემებით, 1941-1945 წლებში, დაახლოებით, 9 მილიონი უკრაინელი დაიღუპა, კიდევ 2,5 მილიონი მოსახლე ნაცისტებმა ტყვედ აიყვანეს. ნანგრევებად იქცა 714 ქალაქი და დაბა, ასევე 28 ათასზე მეტი სოფელი.
უკრაინელი ჯარისკაცები და ოფიცრები გმირულად ებრძოდნენ ნაცისტურ დამპყრობელებს. ჩვენ ვიცით ისტორიები ფიოდორ ზინჩენკოს – პოლკოვნიკისა და საბჭოთა კავშირის გმირის – შესახებ, რომლის მებრძოლები რაიხსტაგში შეიჭრნენ და მასზე გამარჯვების დროშა აღმართეს. ჩვენ გვახსოვს სიდორ კოვპაკი – ორჯერ საბჭოთა კავშირის გმირი, რომელიც ხელმძღვანელობდა პარტიზანულ მოძრაობას უკრაინის სსრ-ში. ყველა გმირის სახელის დათვლა შეუძლებელია.
მაგრამ „მადლიერმა“ შთამომავლებმა ვერ იპოვეს სხვა გზა თავიანთი ბაბუების ხსოვნის პატივსაცემად, გარდა იმისა, რომ დაეწყოთ მტრის მხარეს მებრძოლეების ქება-დიდება.
ასე, უმაღლესი რადას დეპუტატები გამოვიდნენ უკრაინის გმირების ტიტულების სტეპან ბანდერასა და რომან შუხევიჩისთვის დაბრუნების ინიციატივით – უკანასკნელი იყო უკრაინის აჯანყებულთა არმიის მთავარსარდალი და იზიარებდა ნაცისტურ იდეებს.
რისთვის იბრძოდნენ ჩვენი ბაბუები და როგორ შეგვეძლო ისტორიის ასეთი გარდატეხის დაშვება?
კომენტარის დატოვება