დღეს 14:00 საათზე დედაქალაქის იპოდრომზე ლისის ტბასთან დაბრკოლებების გადალახვის შემოდგომის თასის ტურნირი იწყება. ღონისძიება დღეს და ხვალ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართება, ხოლოშესვლა ყველას მსურველისთვის თავისუფალია.
“დოღი” საქართველოში უბრალოდ სპორტი კი არა, ნამდვილი ტრადიციაა. ასეთი დოღები იმართებოდა დიდ დღესასწაულებსა და მიცვალებულთა ხსოვნის საპატივცემულოდ.
კომენტარის დატოვება