კორეის პროვინცია კანვონდოში დაიწყო მეოთხე ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები. როგორც საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო იუწყება, შეჯიბრებებზე ჩვენს ქვეყანას წარმოადგენენ ინგა გურგენიძე, კონსტანტინე სუპატაშვილი, გიორგი დიაკონოვი; საბა ხაჩიძე, ლუკა მიქაბერიძე და ესმირალდა ალიევა.
ჩემპიონატზე სულ 7 სპორტის 15 დისციპლინაა წარმოდგენილი. მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა 1900 სპორტსმენი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. საქართველოს გუნდი 6 ოლიმპიელისგან შედგება: ფიგურული მოსრიალეებისგან, მოციგურავეებისა და ტრამპლინიდან მხტომელისგან.
თამაშები 1 თებერვლამდე გაგრძელდება. წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენი ნაკრების წარმომადგენლებს!
კომენტარის დატოვება