ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.700.00%
EUR2.940.00%

წლის სპორტული შედეგები გასაოცარია

2 იანვარი, 2024

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გასულ, 2023 წელს, ქართველი სპორტსმენების გამორჩეულ შედეგებზე ისაუბრა. მხოლოდ 10 თვეში ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებმა სპორტის სხვადასხვა სახეობაში 1330 მედლის მოპოვება შეძლეს, 2022 წელს კი 12 თვეში 964 ჯილდო მოიპოვეს.

2024 წელს მთავარი სპორტული ღონისძიება უდავოდ იქნება ოლიმპიური თამაშები, რომელიც პარიზში 26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. საქართველო აქტიურად ემზადება მომავალი შეჯიბრებისთვის და აგრძელებს სპორტსმენების აქტიურ მხარდაჭერას.

აღსანიშნავია, რომ ამ თვეში პერსპექტიული სპორტსმენების სტიპენდიით მხარდაჭერის პროგრამა გაორმაგდა – პროგრამაში 1200-მდე ბენეფიციარი მიიღებს მონაწილეობას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.