რუსთავში რჩეულიშვილის ქუჩაზე გასულ კვირას ახალი მულტიფუნქციური რეკრეაციული სივრცე მოეწყო. 20 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყო სპორტული და საბავშვო მოედნები, ველობილიკები, მწვანე სივრცეები, დასასვენებელი ზონები, სკეიტ-პარკი.
ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულებამ 1,622 ათასი ლარი შეადგინა.
გახსნის ცერემონიაზე ახალ საზოგადოებრივ სივრცეში ანიმატორების შოუ, ჯგუფ “არტ ლაიფისა“ და ელექტრონული მუსიკის კონცერტი გაიმართა.
კომენტარის დატოვება