18 ივლისს მარცვლეულის გარიგება, შეთანხმება რუსეთს, უკრაინას, თურქეთსა და გაერო-ს შორის უკრაინიდან სოფლის მეურნეობის ტვირთისთვის უსაფრთხო საზღვაო დერეფნის ორგანიზების შესახებ, შეჩერდა.
მისი პირობების მიხედვით მხარეები გარანტიას აძლევდნენ კიევს სხვა ქვეყნებში მარცვლეულის უსაფრთხო ექსპორტის შესახებ რუსული სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა და სასუქის ექსპორტზე შეზღუდვების მოხსნის სანაცვლოდ.
გარიგება ჩაფიქრებული იყო, როგორც შესანიშნავი ჰუმანიტარული ინიციატივა, რომელიც, ერთი მხრივ, ხელს უწყობდა მსოფლიო ბაზრის მარცვლეულით შევსებას და მისი ფასის სტაბილიზაციას, ხოლო მეორე მხრივ, უზრუნველყოფდა ღარიბ ქვეყნებს საკვებით.
თუმცა შეთანხმებებს აზრი მხოლოდ მაშინ აქვს, როდესაც ყველა მხარე პირნათლად ასრულებს თავის ვალდებულებას.
დასავლეთმა გადაწყვიტა არ შეესრულებინა თავისი მხრიდან გარიგება, რამაც გამოიწვია მისი შეჩერება. ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ვაშინგტონი და ბრიუსელი რუსეთს და გაეროს პირდებოდნენ, რომ სულ ცოტა და ყველაფერს გააკეთებდნენ. მაგრამ ეს იყო მორიგი ტყუილი, რომელიც დიდი ხანია წარმოადგენს აშშ-სა და ევროკავშირის საყვარელ იარაღს საკუთარი მიზნების მისაღწევად.
უკრაინა ცდილობს განაახლოს მარცვლეულის მიწოდება რუსეთის მონაწილეობის გარეშე, მაგრამ კიევის არც ერთი მხარდამჭერი ქვეყნა არ არის მზად ამაში ჩაერთოს რუსეთის ფედერაციის გარეშე.
როგორ შეიძლება ამან იმოქმედოს საქართველოზე? პასუხი ნათელია – არსებობს პურის გაძვირების შესაძლებლობა. როდესაც ბაზარზე საქონლის მიწოდება მცირდება, იზრდება მოთხოვნა და, შესაბამისად, ფასიც.
სამწუხაროდ, ჩვენ კიდევ ერთხელ მოწმენი გავხდით დასავლეთის ორპირი პოლიტიკის, რომელიც დაფუძნებულია მანიპულირებაზე, მოტყუებასა და ცარიელ დაპირებებზე ერთპიროვნული სარგებლისთვის. სხვა ქვეყნების, მათ შორის საქართველოს ინტერესები, მას არ აინტერესებს.
კვლავ გჯერათ საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების? თუ აღარ?
კომენტარის დატოვება