ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.740.00%
EUR2.97+0.04%

დედაქალაქი კამერულ მუსიკას უსმენს

5 ნოემბერი, 2023

დღეს მთავრდება თბილისის კამერული მუსიკის მე-17 ფესტივალი. მთელი კვირა დედაქალაქის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზის სცენაზე გამოდიოდნენ კლასიკური მუსიკის ვარსკვლავები და ახალგაზრდა შემსრულებლები, რომლებმაც პირველად გამოავლინეს თავიანთი ნიჭი დიდი აუდიტორიის წინაშე.

ფესტივალის დროს მაყურებლებისთვის გამოვიდნენ ნატალია ქუთათელაძე, დავით ალადაშვილი, ვერიკო ჭუმბურიძე, მამიკონ ნახაპეტოვი, თეა ბახტაძე, დიმიტრი ბოქოლიშვილი, თბილისის კამერული ორკესტრი “საქართველოს სინფონიეტა” კახა სოლომნიშვილის დირიჟორობითა და მრავალი სხვა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.