თბილისის მერიამ განაცხადა, რომ ცხრა ძმა ხერხეულიძეების ქუჩაზე ამ კვირაში შემოღებული სატრანსპორტო შეზღუდვები 5 დეკემბრამდე გაგრძელდება. მიზეზად გეგმიური საგზაო სამუშაოები სახელდება. პირადი მანქანების გარდა, კორექტირება შეეხება ავტობუსი №368-ის მარშრუტს.
სატრანსპორტო მოძრაობაში ცვლილებების დროს დედაქალაქის ავტობუსი №368 ივლის აბაშის ქუჩის მიმართულებით ლებარდეს, დავით გივიშვილის, სენაკის, ასხინისა და ცაიშის ქუჩების გავლით. მარშრუტის საწყისი და ბოლო გაჩერება ცხრა ძმის ქუჩა 147 იქნება.
კომენტარის დატოვება